• ახმეტაში ჩინოვნიკების ავტომანქანების რემონტზე ერთ თვეში 8 000 ლარი დაიხარჯა

    შაბათი, 16 სექტემბერი 2017 21:09 view 5117
    ახმეტაში ჩინოვნიკების ავტომანქანების რემონტზე ერთ თვეში 8 000 ლარი დაიხარჯა

    ახმეტის გამგეობის თანამდებობის პირების ავტომანქანების რემონტზე მხოლოდ 1 თვეში ბიუჯეტიდან 8 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო სექტემბერში გამოცხადებული ტენდერით კიდევ 10 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. ახმეტის ბიუჯეტში 55 ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის დასახმარებლად კი ერთ წელიწადში სულ 5 500 ლარია გამოყოფილი.

    2017 წლის აგვისტოში თანამდებობის პირების 6 სამსახურებრივი ავტომანქანის რემონტი ბიუჯეტს 8 000 ლარი დაუჯდა. გარემონტდა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის, მისი სამივე მოადგილის - ვანო ნასყიდაშვილის, თამაზ ქავთარაშვილისა და დავით ფოცხვერიშვილის, ზედამხედველობისა და სამხედრო აღრიცხვის სამსახურების უფროსების სარგებლობაში არსებული ავტომანქანები - 1 ერთეული „nissan pathfinder“, 1 ერთეული „nissan x-trail“, 3 ერთეული „mitsubishi airtek“ და 1 „ვაზ-21213“.   

    სარემონტო თანხების ამოწურვის გამო, ახმეტის გამგეობამ, იგივე ავტომანქანების გასარემონტებლად 13 სექტემბერს ახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 000 ლარს შეადგენს. 

    პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, თანამდებობის პირების უმრავლესობა სამსახურებრივ ავტომანქანებს სისტემატურად იყენებს პირადი მიზნებისათვის, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც. 

    გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს ბიუჯეტის ხარჯზე ყოველთვიურად ეძლევათ ექვსას–ექვსასი ლიტრი ბენზინი, გამგებლის მოადგილეებს - 300 – 300 ლიტრი, სხვადასხვა რაოდენობით საწვავი აქვთ გამოყოფილი გამგეობის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს, ასევე საკრებულოს უკლებლივ ყველა თანამდებობის პირს - თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს. 

    შედარებისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამით, მთელი წლის განმავლობაში:

    • 40 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დასახმარებლად გამოყოფილია 4 000 ლარი;
    • 15 უდედმამო ბავშვისთვის - 1 500 ლარი;
    • მაღალმთიან თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის - 3 000 ლარი;
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისთვის - 2 000 ლარი;
    • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის - 1 000 ლარი

    პანკისის სათემო რადიომ ახმეტის გამგებელთან დაკავშირება ვერ მოახერხა, - ბექა ბაიდაური თავის მოადგილესთან თამაზ ქავთარაშვილთან ერთად ამჯერად ლიტვაში, ქალაქ კლაიპედაში იმყოფება

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]